12:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 20:48:44, 646 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - მიუხედავად ოპოზიციის გამარჯვებისა, არ ვთვლი, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში

პარტია „გირჩი- მეტი თავისუფლებას" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება. მისი თქმით, იმისდა მიუხედავად, რომ დედაქალაქში ოპოზიციამ გაიმარჯვა, ეს არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში არ ჩატარებულა. 

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა დედაქალაქში, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, მე არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში. ის, რაც ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში ან ის, რაც ხდებოდა დღეს დღის განმავლობაში მიანიშნებს იმაზე, რომ არჩევნები ყალბდებოდა მასიურად და ამის ფაქტები არსებობს, მათ შორის, ძალადობა, დაშინება და მოსყიდვა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, დასავლეთიდან რომლებიც არიან ჩამოსულები ისინი შესაბამის შეფასებას გააკეთებენ. ახლა მნიშვნელოვანია დილამდე დავიცვათ ყველა ხმა, რომ არ მოხდეს კიდე რაღაცების ჩასწორება და შედეგების გაყალბება. მეტიც, მე ეჭვი მაქვს, რომ თვითონ ეგზიტპოლის შედეგიც, ადამიანები, შეშინებულები იყვნენ და ეშინოდათ თავისი რეალური არჩევანის თქმა და შეიძლება ეს შედეგები კიდევ უფრო გადაიხაროს ოპოზიციის სასარგებლოდ. თბილისის გადატეხვა ნიშნავს არჩევნების წაგებას." - თქვა ჯაფარიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics