14:59 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-01 16:15:31, 633 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა: ყველა ვარიანტში „ოცნებას“ მიშამ შეუსრულა - „ტრუკაჩი“ „ტრუკებით“ უნდა დაამარცხო

ყველა ვარიანტში „ოცნებას“ მიშამ შეუსრულა - „ტრუკაჩი“ „ტრუკებით“ უნდა დაამარცხო, - ამის შესახებ ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ექს-პრეზიდენტის, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ეხმაურება.

„ოდისევსის დაბრუნებას ჟანრის კანონი მოითხოვს. ათენამ ოდისევსი დააბერა, რომ ვერ ეცნოთ - ანუ კობახიძის ენით რომ ვთქვათ deep fake გააკეთა. თავისთავად ცხადია, რომ ეს საკითხი რელიგიური რწმენის მსგავსია. ვისაც სჯერა სჯერა, ვისაც არა - არა. ასეთ დროს ფაქტს მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან თავად ეს რწმენა ქმნის და გავლენას ახდენს ფაქტების მომდევნო თანმიმდევრობაზე.

უფრო მარტივად. „ოცნება“ ვირთხის დღეშია. თუ უარყოფენ მიშას დაბრუნების ფაქტს და იღლიცინებენ, მათი ამომრჩეველიც იგივეს იზამს, შესაბამისად არ დაირაზმება. თუ იტყვიან რომ მართალია, მაშინ მათი ამომრჩეველი გახარიასკენ გადაიხრება, პრინციპით შენ თუ მიშასგან ვეღარ მიცავ, აგერ გახარია დამიცავს. ორივე შემთხვევაში ვაი და ვუია. ამასობაში ოპოზიციური ამომრჩეველი აღტკინებული და დარაზმულია. მე ეს საკუთარი თვალით ვნახე ამ წამს კარდაკარზე ფოთში ნაბადას უბანში.

ასე რომ ყველა ვარიანტში „ოცნებას“ მიშამ შეუსრულა. გაუკეთა, ის რასაც აქამდე ივანიშვილი თავად უკეთებდა ხალხს - „ტრუკებს“. „ტრუკაჩი“ „ტრუკებით“ უნდა დაამარცხო.

ხვალ არჩევნებია, უკვე საბოლოოდ რეფერენდუმი. ხვალ ოლიგარქია მარცხდება და ქვეყანა ახალ ცხოვრებას დაიწყებს. ახდა ნამდვილი „ქართული ოცნება“ - ბიძინა დამარცხდა არჩევნებამდე. ხვალ ხალხი ამას გააფორმებს.

მე კი ფოთელებთან ერთად ფოთს მივხედავ. ჩემი გეგმები მხოლოდ ფოთს უკავშირდება“, - წერს უგულავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics