|
2021-10-01 15:12:20, 659 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების იტალიური პურის საწარმო- „რომივერია“ გაიხსნა
1 ოქტომბერი, 2021- საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და კომპანია „რომივერიას“ პარტნიორობით თანამედროვე სტანდარტების, იტალიური პურის საწარმო გაიხსნა. -ინფორმაცას „საქართველოს ბანკის“ პრესსასმხური ავრცლებს. მათი ცნობით, კომპანია „რომივერია“ 2019 წელს დაარსდა. ის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თანამედროვე სტანდარტების საცხობისა და ნახევარფაბრიკატების პროექტს ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1.000.000 ევროს აღწევს, საიდანაც კერძო ინვესტიცია შეადგენს 750.000 ევროს, ხოლო საქართველოს ბანკის ფინანსური ჩართულობა - 250.000 ევროს აღწევს. პირველ ეტაპზე საწარმო მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის იტალიურ ბრტყელ პურს, პიადინას შესთავაზებს, მეორე ეტაპზე კი განხორციელდება ნახევარფაბრიკატების წარმოების პროექტი. „რომივერია“ მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს, ისეთს როგორიცაა: მზა სენდვიჩები, დაჭრილი ლორი და ყველი, ასორტი ღვინისთვის ქართული ყველით, ჩირეულით და თხილით. საწარმო „რომივერია“-ს პროდუქციის რეალიზაცია განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გავა ექსპორტზე. „რომივერია“ არის ადგილი, სადაც იტალიური ტექნოლოგიები ერწყმის ქართულ მიწას და სულს იმისათვის, რომ შეიქმნას გემრიელი, უვნებელი პროდუქტი. მოხარული ვართ, რომ ბანკთან პარტნიორობით ჩვენს მომხმარებელს გემრიელ სიახლეებს ახალი საწარმოს მეშვეობით შევთავაზებთ“,- განაცხადა კომპანია „რომივერიას“ დირექტორმა, გიორგი წარიამ. „მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში. თანამედროვე სტანდარტების იტალიური პურის ახალი საწარმოს მეშვეობით „რომივერია“ შეძლებს მომხმარებელს მაღალის ხარისხის პური და ნახევარფაბრიკატები შესთავაზოს. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, ბიზნესის მეტი ხელშეწყობა, წახალისება, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ისინი და მათთან ერთად შევქმნათ მეტი ახალი სამუშაო ადგილი, ძლიერი ეკონომიკა და ადგილობრივი წარმოება ”,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. „ინფორმაციითვის, საწარმო „რომივერია“-ში ინტეგრირებულია ISO:22000 და HACCPის სისტემები. ასევე, სრულად არის გათვალისწინებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მითითებები. საწარმო აღჭურვილია საერთაშორისო დონის დანადგარებით, რომლებიც ფლობენ სერტიფიკატს - EURO-1. „-ნათქვამია განცხადებაში.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)