18:48 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-01 14:11:55, 471 ნახვა

საზოგადოება
კასპში, სოფელ ნიაბის და ბორტას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“-მ  კასპის მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სოფელ ნიაბი - ბორტას გზის მოასფალტების მოსამზადებლი სამუშაო დაიწყო.- ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების, რკინა ბეტონის კიუვეტების, ეზოში შესასვლელების მოწყობას,  გზის მოასფალტებას და  საგზო  ნიშნების  მონიშვნას.

"გზის რეაბილიტაცია სოფელ ქვემო გომიდან იწყება  (გზა გასულ წელს მოასფალტდა), გაივლის სოფელ ნიაბს, ბორტას და სოფელ მეტეხს უერთდება.

გზის რეაბილიტაციაზე 2 447 902 ლარი იხარჯება, რომლის სიგრძე 3 305 გრძივი მეტრია   საგარანტიო ვადა 2 კი წელი.

სამუშაოს დამკვეთი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics