|
2021-10-01 12:21:35, 666 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ეფექტური და მდგრადი ტყითსარგებლობის რეფორმა ხელს უწყობს ქვეყანაში ენერგოეფექტურობასა და ეკოტურიზმის განვითარებას
„ეფექტური და მდგრადი ტყითსარგებლობის რეფორმა, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, შემიძლია შევაფასო, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი სულ მცირე ორი ასპექტით: ერთი, რა თქმა უნდა, უკავშირდება ენერგოეფექტურობას, მეორე კი უკავშირდება ჩვენი ტურისტული პოტენციალის, მათ შორის ეკოტურიზმის განვითარებას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტის "საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia -ს ხელმოწერის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დოკუმენტს, რომელიც საქართველოში სატყეო სექტორის მხარდაჭერას, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მიმდინარე სატყეო რეფორმის განხორციელებაში წვლილის შეტანას ითვალისწინებს, ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათელა თურნავამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კარლ ტესტენსენმა და პროგრამის ECO.Georgia-ს ხელმძღვანელმა ლუც იარჩინსკიმ. ნათია თურნავას შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების, ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით ქვეყნის გაზიფიკაციის დონე 90%-ზე მეტს აღწევს, რაც უპრეცედენტოა ჩვენნაირი ლანდშაფტის მქონე ქვეყნისთვის და ეს არის ერთ-ერთი წინაპირობა, რომ ტყით სარგებლობა იყოს უფრო ყაირათიანი და შეშა ნაკლებად იყოს გამოყენებული გათბობისთვის. „აქედან გამომდინარე, სწორედ ტყითსარგებლობის კომპლექსური რეფორმა, რომელსაც ახლა ვიწყებთ და ამაში გვეხმარება გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობები, GIZ და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კლიმატის მწვანე ფონდი, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განვითარდეს ახალი კულტურა, ბიომასის წარმოება, შესაბამისი ტექნოლოგიები, ელემენტარულად, ენერგოეფექტური ღუმელები იყოს შეძენილი, დარიგებული და მოთხოვნადი ჩვენს მოსახლეობაში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მისივე თქმით, პროექტი ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეკოტურიზმი ერთ-ერთი სამომავლო პრიორიტეტია, რომელსაც მთავრობა ყოველთვის წაახალისებს და ამისთვის საჭიროა მოვლილი, ჯანსაღი, ყველანაირი აუცილებელი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ტყე. პროექტის განხორციელებისთვის, GCF-ის სამეთვალყურეო საბჭომ, 2020 წლის აგვისტოში, 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი დაამტკიცა. პროექტის, რომლის ხანგრძლივობა 7 წელია (2021-2027 წწ), თანადამფინანსებლები არიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა (10 000 000 მილიონი ევრო) და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობა (4 090 000 მილიონი ევრო). პროექტი, ტყის აღდგენის, ტყის კარგვის შემცირების, ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით, ხელს შეუწყობს ტყის ნახშირბადის მარაგების გაზრდას, ასევე, დაეხმარება ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარებას, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდას ტყის მდგრად მართვაში, ცნობიერების ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისა და შესაბამისი პოლიტიკისა და რეგულაციების მეშვეობით.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)