|
2021-09-30 17:04:19, 912 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალი 20.6 მლრდ აშშ დოლარია
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 20.6 მლრდ აშშ დოლარი (65.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 123.3 პროცენტია. 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 11.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.-ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.3 მლრდ აშშ დოლარი „მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად. საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 20.6 მლრდ აშშ დოლარი (65.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 123.3 პროცენტია. 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 11.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 201.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილების გამო 20.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 207.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და სხვა ცვლილების გამო 2.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.0 მლრდ აშშ დოლარი (31.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 59.5 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.8 მლრდ აშშ დოლარი (24.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 46.7 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 689.8 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.1 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 518.2 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.1 პროცენტი) და 941.4 მლნ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.3 მლრდ აშშ დოლარი (13.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.6 მლრდ აშშ დოლარი (14.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.5 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.2 მლრდ აშშ დოლარი (10.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 19.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 91.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 12.7 მლრდ აშშ დოლარი (40.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 76.2 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.7 მლრდ აშშ დოლარია (18.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 34.1 პროცენტია. 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 115.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 112.0 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 3.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2021 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 689.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 205.4 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.“-ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)