01:54 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 15:55:39, 695 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველო საუკეთესოდ წარმოაჩენს და პასუხობს „ექსპო 2020 დუბაის" მთავარ იდეას - ადამიანების გაერთიანება უკეთესი მომავლისთვის

„ექსპო 2020 დუბაი" უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ მსოფლიოს მილიონობით ვიზიტორს, ვინც ექვსი თვის განმავლობაში მოინახულებს ამ გრანდიოზულ გამოფენას, გააცნოს ქართული კულტურა, ისტორია და რა თქმა უნდა, ის თანამედროვე შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო სთავაზობს მსოფლიოს ტურიზმის, ინვესტიციების, ბიზნესის კეთებისა და ბევრი სხვა საინტერესო კუთხით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ექსპო 2020 დუბაიზე წარდგენილი საქართველოს პავილიონის გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართული პავილიონი წარმოდგენილია ოთხი თემატური მიმართულებით -  ტრადიციული მეღვინეობა, ქართული დამწერლობა,  დინამიური და განვითარებადი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ბიზნესგარემო.

„ჩვენ წარმოვაჩენთ ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც ვთავაზობთ  ინვესტორებს ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ხელმისწავდომობის თვალსაზრისით", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ქართულ პავილიონში ასევე გაიმართება მთელი რიგი თემატური ღონისძიებები, 29 დეკემბერს კი ჩატარდება საქართველოს ეროვნული დღე,  რომლის ფარგლებშიც ვიზიტორებისთვის წარმოდგენილი იქნება ქართული კულტრის, მათ შორის ფოლკლორის, ცეკვის, თანამედროვე მიმართულებების საუკეთესო ნიმუშები. ასევე გაიმართება რამდენიმე თემატური ღონისძიება, მათ შორის ქართული გასტრონომიის დღე, ღვინის დღე და ქართული კალიგრაფიის დღე.

„ქართული პავილიონი და ექსპოს ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც უნიკალურ ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით და გააცნობს მას მთელ მსოფლიოსა და ექსპო 2020 დუბაის მილიონობით ვიზიტორს.  ვფიქრობ, საქართველო საუკეთესოდ პასუხობს ექსპო 2020-ს მთავარ იდეას - ადამიანების გაერთიანება უკეთესი მომავლისთვის", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics