16:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 10:25:27, 553 ნახვა

პოლიტიკა
მარკეტა გრეგოროვა - სააკაშვილის დაბრუნებას დიდი ეფექტი მოჰყვება, არ მგონია, რომ პოზიტიური იყოს

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოშია. როგორც მან აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, 2 ოქტომბრის არჩევნები აჩვენებს, მიემართება თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით.

მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის დაბრუნება არ იქნება პოზიტიური.

„ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ისინი საპარლამენტო არჩევნების დონისაა რადგან აჩვენებს, მიემართება თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით. აქ ვართ იმისთვის, რომ დავაკვირდეთ და გავაკონტროლოთ, რომ არ განმეორდეს ბოლოს მომხდარი მანიპულაციები. ვფიქრობ, სააკაშვილის დაბრუნებას დიდი ეფექტი მოჰყვება, არ მგონია, რომ ეს პოზიტიური იყოს, რადგან ამ არჩევნებს, სტაბილურობა სჭირდება“,  - განაცხადა გრეგოროვამ.

ევროპარლამენტარმა სავარაუდოდ სუს-ის ფარულ მოსმენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას გავლენა ექნება ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებზე.

„რაც შეეხება მოსმენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ამას გავლენა ექნება პარტნიორულ ურთიერთობებზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ეს ნდობას ეხება და ნდობა დარღვეულია“, - დასძინა ევროპარლამენტარმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics