21:49 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-29 12:03:51, 2124 ნახვა

საზოგადოება
მთავრობამ 89 ჰექტარი ზღვა „ამბასადორს“ ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად გადასცა

საქართველოს მთავრობამ ზღვაში 89 ჰექტარი [891 258 კვ.მ.] ტერიტორია დაირეგისტრირა, როგორც არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და აღნაგობის უფლებით „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ გადასცემს . 

შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“  კუნძულს ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებს.

საქართველოს მთავრობამ ამ პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 28 სექტემბერს მიიღო და შესაბამის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ამ ადგილზე ინვესტორი ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულს მოაწყობს.
მისივე თქმით, კუნძულზე გაშენდება ახალი უბანი, ჯამურად ხუთასი სასტუმრო ნომრით. მოეწყობა სავაჭრო კომპლექსები და გასართობი ინდუსტრია.

მთავრობა ამ კუნძულის ასაშენებლად გათვალისწინებულ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციასა და 2000 პირის დასაქმების შესაძლებლობაზეც საუბრობს. 

„პროექტი მოითხოვს დეტალურ, სკურპულოზურ კვლევას, რაზეც ინვესტორი იღებს პასუხისმგებლობას და უახლოეს პერიოდში განახორციელებს ყველა აუცილებელ კვლევას, რაც უფრო მეტად დაადასტურებს ამ პროექტის მიმზიდველობას და განხორციელებადობას. ჩვენ ამაში ეჭვი არ გვეპარება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics