17:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 22:09:21, 439 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა წოწერიამ პირველ სამაჟორიტარო ოლქში დასკვნითი შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების"  ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის თაზო ფაცაციას სამაჟორიტარო ოლქში დასკვნითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მოქალაქეებს ზუგდიდის განვითარების გეგმა გააცნო და  იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა რაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ექნება.-ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსხური ავრცელებს.

„დღეს, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თაზო ფაცაციას სამაჟორიტარო ოლქში დასკვნითი ზონალური შეხვედრა გავმართეთ. აღსანიშნავია, რომ ის გახლავთ მოქმედი მაჟორიტარი, ასევე კანდიდატი  და არის საოცარი კეთილგანწყობა მის მიმართ, რადგან თაზო არის მართლაც კლასიკური მაგალითი ადამიანზე ზრუნვის, პრობლემების ძიებისა და მოგვარების.

ჩვენ, კიდევ ერთხელ შევჯერდით მოსახლეობასთან, გავაცანით ჩვენი ხედვები და იგრძნობა „ქართული ოცნებისა" და ნებისმიერი მისი კანდიდატის მიმართ საოცარი კეთილგანწყობა, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ მნიშვნელოვანი შედეგით დავასრულებთ არჩევნებს და „ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

"ზუგდიდის მერობის კანდიდატი ზონალურ შეხვედრებს ქალაქის სამივე მაჟორიტარულ ოლქში გამართავს."-ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics