21:49 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 15:33:01, 613 ნახვა

საზოგადოება
DRI - სასულიერო პირები წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობენ

როგორც 2020, ასევე  2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სასულიერო პირები პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისგან და პოლიტიკური განცხადებების კეთებისგან თავს არ იკავებენ -აღნიშნულ განცხადებას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი"   ავრცელებს. 

მათივე ცნობით,  სასულიერო პირების პოლიტიკურ პრიცესებში მონაწიელობა, ძირითად შემთხვევებში, გამოიხატება საარჩევნო ღონისძიებებზე  ან/და თავიანთი პოლიტიკური ხედვის ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერი ან/და საწინააღმდეგო განცხადების გაკეთებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მღვდელმთავრების მონაწილეობას პოლიტიკურ ღონისძიებებში მხოლოდ საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს. წმინდა სინოდის  2012 წლის 5 ივლისს მიღებული განჩინებით, ეკლესია წარმოადგენს ქვეყნის გამაერთიანებელ, ნეიტრალურ ძალას. შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში, მღვდელმთავრების მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში დაუშვებელია.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას უკრძალავს რელიგიურ ორგანიზაციებს, რაშიც საქართველოს საპატრიარქოც მოიაზრება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის საჯარო განცხადება კი, ბუნებრივია, შესაძლოა, აღქმული იქნეს, როგორც თავად ორგანიზაციის პოზიცია.

მღვდელმთავრების მონაწილეობას პოლიტიკურ ღონისძიებებში მხოლოდ საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს. წმინდა სინოდის (ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო) 2012 წლის 5 ივლისს მიღებული განჩინებით, ეკლესია წარმოადგენს ქვეყნის გამაერთიანებელ, ნეიტრალურ ძალას. შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში, მღვდელმთავრების მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში დაუშვებელია. განჩინების მიხედვით, ნათელია, რომ ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო, მღვდელმთავრის ქცევას ეკლესიის პოზიციის გამოხატულებად მიიჩნევს.

თუმცა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის როგორც 2020, ისე 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სასულიერო პირები პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისგან და პოლიტიკური განცხადებების კეთებისგან თავს არ იკავებენ (რაც, ძირითად შემთხვევებში, გამოიხატება საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებაში ან/და თავიანთი პოლიტიკური ხედვის ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერი ან/და საწინააღმდეგო განცხადების გაკეთებაში) - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სასულიერო პირების რიტორიკა ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ შეიცვალა.

ნიშანდობლივია, რომ სასულიერო პირების რიტორიკა ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ შეიცვალა, რომლის მიხედვითაც, სუს-ი, სავარაუდოდ სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ახორციელებს ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს საზოგადოების თითქმის ყველა წარმომადგენელზე, მათ შორის, ყველა რანგის სასულიერო პირზე. ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ  თუ ტელევიზიები მათთვის არასასურველი ფორმულირებით გააშუქებენ ფარული ჩანაწერებში არსებულ ფაილებს, მაშინ მრევლს პირდაპირ მოუწოდებენ, როგორ მოიქცნენ არჩევნებზე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, მსგავსი მოწოდება წარმოადგენს საზოგადოების დიდ ნაწილზე საკუთარი ძალაუფლებით და ავტორიტეტით მანიპულირების და ზოგადად, ნების ავტონომიის უგულებელყოფის მცდელობას, რასაც, შესაძლოა, მოჰყვეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების (არჩევანის თავისუფლება) შეზღუდვა", - ნათქვამია განცხადებაში. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics