23:19 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 13:38:29, 545 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაცია იწყება

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი ოფიციალურად დაიწყო. თბილისის მერმა კახა კალაძემ,  კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ხელი მოაწერა საბაგირო გზის მშენებლობის ხელშეკრულებას და სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩადო. 

„დედაქალაქის მოსახლეობას მინდა მივულოცო ამ მნიშვნელოვანი პროექტის  დაწყება. დაახლოებით, 50 მილიონი ჯდება პროექტის განხორციელება. პროექტი წინა წლებში უნდა დაგვეწყო, თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, მოგვიწია, დროებით გადადება და მიხარია, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, დავიწყოთ. საბაგიროს მოწყობა 2022 წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულებული იქნება და უკვე მგზავრებს მოემსახურება. დაახლოებით, 1200 მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა ექნება ამ საბაგიროს საათში. ვფიქრობ, რომ მართლაც მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ სულ რაღაც 4 წუთში იქნება შესაძლებელი რუსთაველიდან მთაწმინდაზე ასვლა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი მოიცავს საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრული რეაბილიტაციას და 5 ახალი ანძის ფუნდამენტის მოწყობა. აღნიშნულ სამუშაოებს  შეასრულებს სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საიჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია ავსტრიული კომპანია Doppelmayr Seilbahnen GmbH. 

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4,07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე - 845,55 მეტრი. 

საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის  და ის სამართავად  „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics