2021-09-28 11:48:28, 860 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ნათელია, რომ საქართველოში კოალიციური მთავრობა აუცილებელია
ნათელია, რომ საქართველოში კოალიციური მთავრობა აუცილებელია, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ „კვირის ჟურნალთან“ ინტერვიუში კითხვას - „ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში“.
ზურაბიშვილის თქმით, რთულია დანახვა, როგორ შეძლებს კოალიციური მთავრობა ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ანტაგონისტურია.
„მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,