23:18 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 10:28:57, 451 ნახვა

საზოგადოება
UNHCR-მა და ჯანდაცვის სამინისტრომ ლტოლვილების და მოქალაქეობის არმქონე პირთა ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

„არავინაა უსაფრთხო, სანამ ყველა არ იქნება უსაფრთხოდ“-საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობამ (UNHCR), ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, საქართველოში მცხოვრები ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი კამპანია დაიწყო.

 კამპანია საქართველოში მცხოვრებ თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრების მოწყობასა და აღნიშნულ პირთა ვაქცინაციას ითვალისწინებს.

საინფორმაციო კამპანია, მარტყოფში, თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრში დაიწყო,  სადაც თავშესაფრის მაძიებლები და   გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) თანამშრომლები COVID-19-ის  საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ან მეორე დოზით სპეციალურად მობილიზებულ ვაქცინაციის მოძრავ ამბულატორიაში აიცრნენ.

იმუნიზაციის პროცესს   ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე,  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე  ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მისიის ხელმძღვანელი კემლინ ფურლეი დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის გლობალური კამპანია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და გაეროს გენერალური მდივნის - ანტონიო გუტიერეშის ინიციატივით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics