|
2021-09-27 22:01:03, 485 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მჯერა, ჩვენ 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვინაიდან, „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ ჰყავს
მე მჯერა, რომ ჩვენ 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვინაიდან, „ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ ჰყავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" სარჩევნო კლიპის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველ ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, გაერთიანება და განვითარება და დღეს ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც ძალუძს განვითარება, წინსვლა და პროგრესი, „ქართული ოცნებაა". „ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ მთელი ამ საარჩევნო კამპანიის დროს თვენი უშუალო ჩართულობისთვის, მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. მეც ვუერთდები ბატონ ირაკლის სიტყვებს და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დღეს ვიკრიბებით და ერთად ვიხილავთ ახალ საარჩევნო კლიპს, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ყველა ერთად ვიხსენებთ იმ ტრაგიკულ დღეს, რომელიც სოხუმის დაცემას უკავშირდება. ეს დღე სიმბოლურია, ვინაიდან, გვაერთიანებს ის ტკივილი და დროებითი მოუშუშებელი იარა, რომელიც სოხუმის დაცემამ მოგვაყენა ჩვენ ყველა თაობის წარმომადგენელს, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ კარგად გვახსოვს და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა გავიხსენოთ ეს დღე და სწორედ ამ სულისკვეთებით, უკეთესი მომავლის რწმენით უნდა ვისაუბროთ მომავალზე, ვინაიდან, ჩვენი მომავალი არის ნათელი, ჩვენ ღრმად გვწამს და გვჯერა, რომ ერთ დღეს გაერთიანდება ჩვენი ქვეყანა, ვიქნებით ერთიანი, ძლიერი, მტკიცე საელმწიფო, რომელიც ჩვენს ხალხს, ჩვენს ერს გააერთიანებს. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დღეს შეკრებილ საზოგადოებას მადლობა ვუთხრა. მადლობა ვუთხრა მოთმინებისთვის. ჩვენ არაერთი პროვოკაციის მომსწრენი გავხდით სარჩევნო კამპანიის დროს, მაგრამ მეორეს მხრივ, ვაჩვენეთ უმაღლესი სტანდარტი. სტანდარტი იმისა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ევროპული დონის, სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მართლაც გასაოცარი იყო ის სამუშაო, რომელი ჩვენმა პარტიამ და მხარდამჭერებმა გავწიეთ ყველამ ერთად. ასე, რომ კიდევ ერთხელ, ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს და მხარდამჭერს მადლობას ვუხდი ამ პერიოდის განმავლობაში გამოჩენილი თმენისთვის, სიმტკიცისთვის. მე მჯერა, რომ ჩვენ 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვინაიდან, „ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, გაერთიანება და რაც მთავარია, განვითარება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა დღეს, ვისაც ძალუძს სწორედ ეს განვითარება, წინსვლა და პროგრესი შემოიტანოს, არის ჩვენი გუნდი - „ქართული ოცნება". კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)