2021-09-27 15:48:33, 691 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1–ელ ოქტომბრამდე
1 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.-აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 27-28 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 29-30 სექტემბერს კი მოიღრუბლება და დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე დაიკლებს.
"რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 27028 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება, 29-30 სექტემბერს მოიღრუბლება და დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი +16, +18 გრადუსამდე დაიკლებს"-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,