23:18 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-27 15:40:53, 699 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი სუს–ის ფარულ ჩანაწერებზე – დუმილი ამ ყველაფერს უშველის

აბსოლუტური დუმილი ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. დუმილი ამ ყველაფერს უშველის, პირობას გაძლევთ.- ასე გამოეხმურა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზი, დეკანოზი ილია ჭიღლაძის სუს-იდან გამოჟონილი ფარული ჩანაწერებზე გაკეთებულ  განცხადებას.

როგორც მეუფემ განაცხადა, სინოდი განიხილავს დეკანოზი ილია ჭიღლაძის დასჯის საკითხს.

"მისი (დეკანოზი ილია ჭიღლაძის) დასჯის საკითხი დაყენებულია უკვე, წინა სინოდზე იყო ამაზე ლაპარაკი, კომისიას უნდა შეესწავლა ეს საკითხი და ნუ შემდეგი სინოდისთვის ალბათ კომისია მოგვახსენებს. მე შემიძლია ზუსტად გითხრათ ჩემი აზრით, ამის შესახებ, ეს არის შხამი, რომლითაც მოშხამეს მთელი ჩვენი ქვეყანა. 

აბსოლუტური დუმილი ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. დუმილი ამ ყველაფერს უშველის, პირობას გაძლევთ. სამწუხაროდ, ეშმაკს ყველგან ჰყავს თავისი მსახურები, ახოლა აღარ დავასახელებ, ჩემს გარშემოც შეიძლება ბევრია ვინმე, რა ვიცი,  ასე რომ ნუ დავაკონკრეტებთ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 შეგახსენებთ, რომ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სუს-ის ფაილებში ნახსენებ  სასულიერო პირებს 29 სექტემბრამდე მისცა ვადა, რათა, მათ თავისი ნებით დატოვონ ეკლესია და საზოგადოების წიინაშე მოინანიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი თავად გაასაჯაროვებს აღნიშნულ ფაილებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics