20:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-27 12:36:37, 551 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ეცნობა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურთა მოსაზიდად მასშტაბურ პროექტებს განაგრძობს. ადმინისტრაციის ორგანიზებით,  ტურიზმის აღდგენის გეგმის მიხედვით,  წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 20-ზე მეტი საერთაშორისო პრეს და გაცნობითი ტური მოეწყო.

საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოპულარული უცხოური მედიისა და გავლენიანი ტურისტული კომპანიების 90-ზე მეტი წარმომადგენელი ესტუმრა.

წელს სამოგზაურო პლატფორმა  “Steller“-თან ერთად „ციფრული დღეები საქართველოში“ გამართა. მასშტაბურ პროექტში მსოფლიოში ცნობილი ინფლუენსერები მონაწილეობდნენ, რომლებსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავთ.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, წელს საქართველოს BBC-ის, France 5-ის, Le Figaro-ის,  Forbes-ის, National Geographic-ის პოლონური რედაქციის, Business Traveller-ისა და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესტუმრნენ.  პრეს-ტურებში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ესტონეთის, არაბთა გაერთიანებული საამიეროებისა და სხვა ქვეყნების ცნობილი ჟურნალისტები, ბლოგერები, ფოტოგრაფები და რედაქტორები მონაწილეობდნენ.

საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ასობით სტატია, სიუჟეტი, გადაცემა, პოსტი, ბლოგი და "სთორი" მომზადდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics