|
2021-09-27 10:53:22, 818 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია 5 პირი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით, სხვადასხვა დროს, თბილისში 5 პირი დააკავეს. ინფორაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.გ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, “ჩეზეს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, დაკავებულია 1982 წელს დაბადებული დ.დ., რომელიც ცეცხლსასროლ იარაღებს ყიდულობდა, იფორმებდა თავის სახელზე, შემდეგ იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერს შლიდა და სხვადასხვა პირებზე მის მართლსაწინააღმდეგო რეალიზაციას ახდენდა. პოლიციამ, დაკავებული დ.დ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 სანადირო თოფი, 8 მჭიდი, 5 636 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა და მის სახელზე გაცემული იარაღის 72 სარეგისტრაციო მოწმობა ამოიღო. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1978 წელს დაბადებული დ.ბ.-ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, „ბრაუნინგის“ ტიპის პისტოლეტი, 9 ვაზნა და 1 მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო. ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ, 1992 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ნ.დ.-ს და 1981 წელს დაბადებულ გ.ჟ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებათ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)