2021-09-26 14:36:30, 727 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გახარია ფსკერს ქვემოთ დაეშვა
ირაკლი კობახიძის შეფასებით, გიორგი გახარია "ფსკერს ქვემოთ დაეშვა". - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას.
"როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, რომ ივანიშვილმა შენი იმედი ვერ გაამართლა, ეს არ ვიცი რა კომენტარს იმსახურებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ყველანაირ ფსკერზე არის დაშვებული. როდესაც ასე საუბრობ, ფსკერს ქვემოთაც ხარ. მთელი მისი აგიტაცია აგებული იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა კოორდინაცია "ოცნებასთან", ივანიშვილთან და ა.შ. მაგრამ დღეს ის კეზერაშვილის ტელევიზიაში პირდაპირ დაუპირისპირდა ივანიშვილს. ის ისეთ ქმედებებზეა გადასული, რაც ბოლომდე თვითდაზიანებას ნიშნავს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,