01:02 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-24 20:30:21, 430 ნახვა

საზოგადოება
შეხვედრა ეუთოს წარმომადგენლებთან ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი სიორიძე, გიორგი შარაბიძე და კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროს პოლიტიკურ მრჩეველს მარკ ფუმაგალს და კომისრის საქართველოს ოფისის კოორდინატორ ნინო გოგოლაძეს შეხვდნენ. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, შეხვედრის ძირითადი თემა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა იყო.

"გიორგი სიორიძემ ისაუბრა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მაჟორიტარულ ოლქებში შექმნილი საარჩევნო უბნების რაოდენობისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დეტალურად ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით გაწეული საქმიანობის თაობაზე."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics