01:16 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-24 17:02:39, 702 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება

დღეს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის  სოციალური მოდულის  დანერგვის ფარგლებში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და  სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორმა ქეთევან  გიგინეიშვილმა მოაწერეს. 

მემორანდუმის მიზანია სოციალურ მუშაკთა ასოციაციის (GASW) პროექტის - „შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება და სტატუსის განსაზღვრის სისტემა“ ფარგლებში, მხარეებს შორის ურთიერთგაგების და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული მჭიდრო თანამშრომლობა პირის შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასებისა და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის სისტემაში ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვისა და ინსტიტუციონალიზაციისათვის. თავის მხრივ, პილოტური პროექტი  ხორციელდება „გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის (SDG) მხარდაჭერით (პროექტი - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია“). 

აღსანიშნავია, რომ წინამდებარე მემორანდუმი ეფუძნება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ამავე პროექტის ფარგლებში, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ზრუნვის სააგენტოსთან თანამშრომლობს ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილი ბავშვების საჭიროებების განსაზღვრისა და რეინტეგრაციის მიმართულებით. ასოციაციას და სააგენტოს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, განსაკუთრებით კი სოციალური მუშაობის გაძლიერების მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics