|
2021-09-24 10:47:39, 784 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი ზუგდიდში თხილის ჩაბარების პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქ.ზუგდიდში, კომპანიაში „ჯეო-ნათსი" იმყოფებოდა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი გუგუჩიასთან ერთად, თხილის ჩაბარების პროცესს გაეცნო. „ჩვენ ყოველწლიურად ვხვდებით როგორც მეთხილე ფერმერებს, ისე გადამმუშავებელი და ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს, რათა სეზონი შევაფასოთ, განვიხილოთ მიმდინარე აქტუალური საკითხები, პრობლემები, მომავალი წლის გეგმები. წლევანდელი წელი კარგად დაიწყო, უხვი იყო მოსავალი, თუმცა, ბოლო პერიოდში, ამინდებმა გარკვეულწილად უარყოფითად იმოქმედა. მიუხედავად ამისა, გვაქვს მოლოდინი, რომ 2021-22 წლის სეზონი გასულ წელზე უკეთესი იქნება. თხილი მნიშვნელოვანი სტრატეგიული კულტურაა საქართველოს სოფლის მეურნეობაში. შარშანდელ სეზონზე 100 მლნ დოლარს გადააჭარბა თხილის ექსპორტის ღირებულება; მას შემდეგ, რაც ჩვენ ძირითადი გამოწვევები - დაავადებები და აზიური ფაროსანა, რომელიც პრობლემას უქმნიდა მოსახლეობას, კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ. შესაბამისად, დარგი ვითარდება; თუმცა, განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, კვლავ გვაქვს გამოწვევები, რომელზეც საჭიროა მუდმივი მუშაობა, მსხვილ კომპანიებთან, ექსპორტიორებთან კომუნიკაცია, რათა სახელმწიფოს პოლიტიკა და კერძო სექტორის ინტერესები თანხვედრაში იყოს და მეტი შედეგი მივიღოთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონში, მოსახლეობის თითქმის ნახევარი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა; თხილის კულტურა კი, რეგიონში ერთ-ერთი ძირითადია. ადგილობრივების შემოსავალი გაზრდილია, რაც მნიშვნელოვანია თითოეული ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 7.7 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 33.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)