04:15 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-22 17:30:47, 493 ნახვა

საზოგადოება
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-7 სხდომა გაიმართა

შესაძლო ძალადობრივი ექსცესების თავიდან ასაცილებლად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციას მოამზადებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, კომისიის მე-7 სხდომაზე მიიღეს. სხდომა იუსტიციის სამინისტროში, კოვიდრეგულაციების სრული დაცვითგაიმართა.

კომისიამ პარტიის „საქართველოსთვის" მიერ წარდგენილი საჩივრის შესახებ იმსჯელა და საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ის ფაქტები განიხილა, რომელთა შესახებაც მედიით გახდა ცნობილი. ინციდენტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია სხდომას შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

კომისიის მუშაობაში სახელმწიფო უწყებების,პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო  და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიზანი  საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და მათზე რეაგირებაა. 8 სექტემბრიდან კომისია ინტენსიურად კვირაში ერთხელ იკრიბება და წინასაარჩევნო  პროცესში მომხდარ სავარაუდო ინციდენტებს განიხილვს.

სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი უძღვებოდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics