|
2021-09-20 17:22:59, 809 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 32.0%-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდის - 2019 წლის აგვისტოს მონაცემებს
„საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია გრძელდება, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის ზრდითაა გამოწვეული. დღეს გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლის თანახმადაც 2021 წლის აგვისტოში ჩვენი ადგილობრივი წარმოების ექსპორტი გაზრდილია, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით 17,7 პროცენტით, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით - 32 პროცენტით," - განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. გარდა ამისა, ექსპორტის ზრდა 2021 წლის იანვარ-აგვისტოშიც, ძირითადად, ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტი 28.7 პროცენტით გაიზარდა და 1,899.0 მლნ. აშშ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 72.7 პროცენტს გაუტოლდა. „საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ტენდენციები საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებაში აისახა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ადგილობრივი ექსპორტის პოზიტიური ზრდის დინამიკა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის პარამეტრებსაც. გაზრდილი ექსპორტი კი ნიშნავს მეტ სავალუტო შემოსავალს, გაზრდის პროდუქტიულობას და სხვ," - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავას ინფორმაციით, საექსპორტო საქონლის მიწოდება გაიზარდა ჩვენს სამეზობლოში, ასევე აშშ-სა და ჩინეთში. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ საექსპორტო პროდუქციას შორის, ზრდის ტემპის მიხედვით, ლიდერობს ფეროშენადნობები, ტექსტილი და სოფლის მეურნეობის ისეთი პროდუქცია, როგორიცაა ღვინო, თხილი, მინერალური წყლები. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ყველაზე მეტად გაიზარდა ფეროშენადნობის (გაიზარდა 83.2%-ით), მინერალური და მტკნარი წყლების (გაიზარდა 32.6%-ით), ყურძნის ნატურალური ღვინოების (გაიზარდა 18.3%-ით) გაზირებული წყლების (გაიზარდა 87.7%-ით), ტრიკოტაჟის ნაწარმის (გაიზარდა 63.8%-ით), თხილისა და კაკლის (53.3%-ით და 44.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), სპირტიანი სასმელებისა (17.3%-ით), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (1.3%-ით), და აზოტოვანი სასუქების (გაიზარდა 5.8%-ით) ექსპორტი.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)