05:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-20 11:30:08, 1019 ნახვა

სამართალი
ხატია დეკანოიძემ უკანონო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

ხატია დეკანოიძემ მოუწოდა ადამიანებს, რომლებიც ფიგურირებენ აღნიშნულ ჩანაწერებში, შეიტანონ სარჩელი სამართალდამცავ უწყებებში.

ამასთანავე, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ არ აქვს იმედი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აღნიშნული ჩანაწერების გამოძიების, თუმცა დასძინა, რომ მმართველი გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, მასალები გამოძიებული იქნება.

„მე ვფიქრობ, რომ ყველამ, ვისზეც არის ინფორმაცია გასული საჯარო სივრცეში, ანუ იმ მასალებში, რომლებიც ყველამ ვნახეთ, რომ ტოტალური კონტროლი და ფარული მიყურადებაა სუს-ის მიერ, ყველა ადამიანმა უნდა შეიტანოს სარჩელი სამართალდამცავ უწყებებში. ჩემი ეპიზოდი, რომელიც გავიდა საინფორმაციო საშუალებებში, მათ შორის, „მთავარ არხზე“, „ფორმულაზე“ და „ტვ პირველზე“, ასევე ონლაინგამოცემებში იყო ჩემი საუბარი, ფარული მიყურადება საელჩოს სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის, აქედან გამომდინარე მე დღეს შემაქვს სარჩელი, ეს არის სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე და გულწრფელად მინდა ყველას ვუთხრა, რომ არ მაქვს იმედი, რომ გამოძიებული იქნება ეს მასიური ტოტალური კონტროლი ადამიანებზე, მაგრამ მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოცილდება, როდესაც გვექნება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, ეს ჩემი და ყველას განცხადება, რომელიც ტოტალურ კონტროლს გააპროტესტებს, დარწმუნებული ვარ, გამოძიებული იქნება“ - განაცხადა დეკანოიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics