|
2021-09-19 22:11:17, 500 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სისხლიან ბანერებზე: ვაქცინაციის ბანერებს რომ გადააკრეს, ეს არის ტექნიკური მხარე
ირაკლი კობახიძის თქმით, ის, რომ ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი სისხლიანი ბანერები ვაქცინაციის კამპანიის ბანერებს გადააკრეს, "სუფთა ტექნიკური მხარეა". "ვაქცინაციის ბანერებს რომ გადააკრეს, ეს არის სუფთა ტექნიკური მხარე და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ზოგი იქნება გადაკრული რაღაც შინაარსის ბანერზე, ზოგი კომერციულზე და ა.შ. ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ არანაირი ინტერესი არ გვაქვს ამ კუთხით, პროცედურულ ნაწილში". მისივე თქმით, ეთანხმება ბანერების შინაარსს, ვინაიდან მისთვის მიუღებელია როგორც "ნაცები, ისე ბოროტება და ღალატი". "რაც შეეხება სლოგანს: არის "არა ნაცებს", "არა ბოროტებას" და "არა ღალატს". რა თქმა უნდა, სამივე მათგანი ჩემთვის არის პრინციპულად მიუღებელი და ვეთანხმები, რომ სამივეს სულისჩამდგემელები არიან ის პირები, ვინც იქ არიან გამოსახულნი. სისხლიანი რეჟიმი რომ იყო, ამასაც ვეთანხმები. შინაარსში ვეთანხმები, მაგრამ გამოხატვის ფორმაზე ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი აზრი". - ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე. სიძულვილის ენის შემცველი ბანერები როგორც თბილისში, ისე ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, გორისა და თელავის ქუჩებში 2 დღეა, გამოჩნდა. "არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე. წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა. ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. როგორც ცნობილი გახდა, დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერებს გადააკრეს - აღნიშნულზე განცხადება გამოაქვეყნა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა. NCDC-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მომხდარს გმობენ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)