|
2021-09-18 17:21:48, 799 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი ამ ცილისწამების, სიბინძურის ჭაობში დარჩენას გვიქადის
„გულწრფელ უთანხმოებას კი არ აქვს ადგილი, თუნდაც მნიშვნელოვან საკითხებზე, უბრალოდ ერთმანეთში დაპირისპირებაა პერსონალური და ამ დაპირისპირებისას არც პოლიტიკურ ღირებულებებს აქვს მნიშვნელობა, არც ქვეყნის მომავალზე რამე ხედვას, უბრალოდ ცილისწამებისა და სიბინძურის ნიაღვარს, ამ ჭაობში უნდა რომ ჩაგვაფლოს და ამიტომ უნდა დავამარცხოთ მთლიანად ეგ რეჟიმი ამ არჩევნებზე მისვლით“- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ღარიბაშვილსა და გახარიას შორის დაპირისპირებას „ეს ურთიერთობა დღევანდელი ივანიშვილის გარემოცვისა, ამ რეჟიმის, გახარიასი, რომელიც იმავე რეჟიმის პროდუქტია, ერთმანეთთან არის დასტური იმ გახრწნის, რასაც უქადის ივანიშვილის რეჟიმი მთელ ქვეყანას. მოსულა გუშინ, რასაც ეძახდი ადამიანზე დღეს გადათქვა და თან უთხრა პირდაპირ ხალხს რომ გუშინ გატყუებდითო. ამ ნიაღვარით გადაფარო, ცილისწამება იქნება ერთმანეთზე თუ სიმართლე და დაამკვიდრო უზნეობა, როგორც სტანდარტი. ამის მაგალითი არის ღარიბაშვილსა და გახარიას შორის აზრების ურთიერთგაცვლა. იმ ამბავზე, რომელზეც წინ გადაეფარნენ, რომლის თანამონაწილეებიც იყვნენ ყველანი, დღეს ამხელს. ეს ამხელს იმათ უკანა რიხვით, რომ მაშინ გატყუებდით, როცა გეუბნებოდით რომ თანაგუნდელები იყვნენ. რამე გულწრფელ უთანხმოებას კი არ აქვს ადგილი, თუნდაც მნიშვნელოვან საკითხებზე, უბრალოდ ერთმანეთში დაპირისპირებაა პერსონალური და ამ დაპირისპირებისას არც პოლიტიკურ ღირებულებებს აქვს მნიშვნელობა, არც ქვეყნის მომავალზე რამე ხედვას, უბრალოდ ცილისწამებისა და სიბინძურის ნიაღვარს, ამ ჭაობში უნდა რომ ჩაგვაფლოს და ამიტომ უნდა დავამარცხოთ მთლიანად ეგ რეჟიმი ამ არჩევნებზე მისვლით, ეგ არის “ევროპული საქართველოს” ამოცანა. არაფერი სათქმელი ამ რეჟიმს და ამ კაცს გარდა იმ გზავნილისა რომ ჩვენ ასე ვაპირებთ, რომ ამ ჭაობში ჩაგახრჩოთ, პუტინისტურ ჭაობში და ჩვენ ვიყოთ, მე ვიყო ძალაუფლებაში, არ აქვთ და ამისთვის იყენებს ყველა ამ მეთოდს. ამ ყველაფერს პასუხი გაეცემა ამ არჩევნებზე, როდესაც და თუ მოქალაქეები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ.“ - განაცხადა ბოკერიამ შეგახსენებთ, რომ გახარიასა და ღარიბაშვილის შორის მიმდინარე დაპირისპირების პარალელურად, ხელისუფლებამ სისხლიან ბანერებზე ყოფილი პრემიერმინისტრის ფოტოც გამოსახა.
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)