09:37 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-17 11:01:21, 356 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმა განიხილეს

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით გამართულ ონლაინ შეხვედრაზე კახეთის მხარეში ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმა განიხილეს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გეგმა მოიცავს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას ნარჩენების მართვისა და რეგიონული განვითარების სტრატეგიების მოთხოვნების გათვალისწინებით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან, 8 მუნიციპალიტეტთან და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით და აქტიური მონაწილეობით.

მათივე ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ნარჩენების მართვის გეგმა არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები –საქართველოს მიერ განხორციელებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონული  განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და  საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

„შვედეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კახეთის მხარეში ნარჩენების მართვის საპილოტე პროექტი ხორციელდება. ნარჩენების მართვა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. შესაბამისად, ჩვენი მიზანია კახეთის რეგიონისთვის შევქმნათ ისეთი ნარჩენების მართვის მოდელი, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებისა და შვედეთის გამოცდილების გათვალისწინებით განხორციელდება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, რომელიც აღნიშნულ ონლაინ შეხვედრას  ესწრებოდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ  შვედეთის გევლეს ასოციაციის წარმომადგენელი/ექსპერტი პერ-ოლაფ ჰალბერგი, სბმკ „ორქისის” წარმომადგენლები, ექსპერტები და კახეთის რეგიონული ნარჩენების მართვის გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics