2021-09-16 10:50:39, 677 ნახვა
სამართალი
წყნეთში 2 ადამიანი დაჭრეს
წყნეთში, სროლის შედეგად ორი ადამიანია დაჭრილი.
არსებული ინფორმაციით, ორმა მამაკაცმა ერთმანეთი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა. ორივე მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ორი, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
უწყებაში აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,