|
2021-09-16 10:22:48, 796 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს იაპონიისგან სამედიცინო აპარატურა გადაეცა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს იაპონიის საგრანტო დახმარების ფარგლებში მიღებული სამედიცინო აპარატურა გადაეცა. - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, იაპონიის საგრანტო დახმარების („ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამა“) ფარგლებში, შპს. კრაუნ ეიჯენტ იაპონიამ 110 ერთეული დეფიბრილატორისა და 155 ერთეული ელექტროკარდიოგრაფიის სამინისტროსთვის ეტაპობრივი მოწოდება უზრუნველყო. სამედიცინო აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სასწრაფო დახმარების მანქანებში განთავსების მიზნით გადაეცა. „იაპონიის მთავრობამ 110 ერთეული დეფიბრილატორი და 155 ერთეული ელექტროკარდიოგრაფია გადმოგვცა. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იმ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რომლითაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებია აღჭურვილი. ეს დახმარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. აღნიშნული აპარატურა მნიშვნელოვნად დაეხმარება ცენტრს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ყოველდღიურ რეჟიმში მიწოდების მიმართულებით და ხელს შეუწყობს კრიტიკული პაციენტების მდგომარეობის სტაბილიზაციას და სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგს სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებამდე. „სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც იაპონიის მთავრობამ საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადასცა, პაციენტების გადარჩენას ემსახურება. COVID-19-ის დროს გულთან დაკავშირებული გართულებები ხშირია. ეს სამედიცინო აღჭურვილობა კი პაციენტების სიცოცხელეს გადაარჩენს და საქართველოს კოვიდ კრიზის გადალახვაში დაეხმარება“,-ამის შესახებ იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირიმ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)