|
2021-09-16 10:24:27, 525 ნახვა
საზოგადოება
ექიმის ინფორმაციით, „მთავარის“ ოპერატორს, რომელიც „ოცნების“ შტაბში ინციდენტისას დაშავდა, მრავლობითი დაზიანება აქვს
ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი, რომელიც ქარელში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა, თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაშია გადმოყვანილი. როგორც ექიმმა ჟურნლისტებს განუცხადა, ჩატარებული მენჯ-ბარძაყის კვლევით, ეჭვია მარცხენა ბარძაყის ძვლის ციბრუტის ხაზოვან მოტეხილობაზე. „26 წლის მამაკაცი შემოყვანილია კლინიკაში სხეულის მრავლობითი დაზიანებით. პაციენტი შემოყვანისას არის კონტაქტური, ადეკვატური. აღენიშნება ექსკორიაციები ტკივილი. ჩატარებული მენჯ-ბარძაყის კვლევით, მარცხენა ბარძაყის ძვლის ციბრუტის ხაზოვან მოტეხილობაზეა საეჭვო რენტგენოლოგიური სურათი, რის გამოც, პაციენტი გაყვანილია დამატებით კვლევებზე“, - განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გუშინ, მათი ოპერატორი ქარელში მდებარე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)