22:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-15 21:36:14, 533 ნახვა

პოლიტიკა
ვასილ გველესიანი- მჯერა, რომ პროექტების დასრულების შემდეგ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მწვანე, ლამაზი და თანამედროვე იქნება

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი ქალაქის ტერიტორიაზე შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი დღეს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ობიექტებში დასაქმებულებს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვასილ გველესიანმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო საკუთარი ხედვები და სამოქმედო გეგმა, რომელთა განხორციელებაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გაძლიერებას  და განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„აღმაშენებლის გამზირზე თანაგუნდელებთან ერთად ადგილობრივებს და აქ მდებარე სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებს შევხვდით.

ამ გამზირზე, ბოლო წელიწადნახევარია, ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მოსახლეობასთან შეხვედრებზე შევთანხმდით ძირითად გამოწვევებზე.

უახლოეს მომავალში ეტაპობრივად განვახორციელებთ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება გამოწვევების აღმოსაფხვრელად.

საჭიროებები და პრობლემები დიდია და მის მოსაგვარებლად მაქსიმალურად მუშაობს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება.

მჯერა, რომ პროექტების დასრულების შემდეგ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მწვანე, ლამაზი და თანამედროვე იქნება“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics