22:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-15 14:48:37, 420 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - პოლიტიკური შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი ოპოზიციური სპექტრი სიცრუის ტირაჟირებას აგრძელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ საზოგადოება ყველაფერს ჯეროვნად აფასებს და მოქალაქეებზე ამ გზებით მანიპულირება დაუშვებელია.

„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის და ძალიან კარგად შეაფასა ვინ ებრძოდა და ებრძვის ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას და ვინ აკეთებდა სიბინძურეებს  წლების განმავლობაში.

ეს არის გაგრძელება იმ სიბინძურის, რომელსაც აკეთებდნენ  რიგი ოპოზიციური პარტიები და განსაკუთრებით, ავანგარდში „ნაციონალური მოძრაობა". მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად ხედავს, კარგად აფასებს  და არავის არ მისცემს საშუალებას, რომ ამ ტიპის სიბინძურით მოახდინონ მანიპულირება  მოქალაქეებზე.

ამავე დროს, ეს კონტექსტიც გასათვალისწინებელია. იცით, რომ მოახლოებულია არჩევნები და როცა პოლიტიკური შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილია მთელი ეს ოპოზიციური სპექტრი, არა აქვთ არანაირი გეგმა და არც ხალხის მინიმალური მხარდაჭერა, რა თქმა უნდა აგრძელებენ ტირაჟირებას იმ სიცრუის და სიბინძურის, რომელიც არის მათი ხელწერა" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics