22:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-15 13:15:21, 744 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის ჩანაწერებზე - გამოძიება განიხილავს ვერსიას, ხომ არ იყო ჩართული გახარია, ან ხოჯევანიშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომელიც ყველა ვერსიას დაამუშავებს.

მისივე თქმით, განიხილება ვერსია, ხო არ იყო ჩართული ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ან სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.

 „პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის, იმ ვერიას, ხომ არ შეიძლება, თეორიულად, ხომ არის გამორიცხული ან შესაძლებელი რომ ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი, რომელიც სხვათაშორის, კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს. არ მსურს წინასწარი დასკვნები გავაკეთო, უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც დაადგენს, ეს არის ფალსიფიკაცია, თუ კიდევ სხვა მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ფაილები დესტრუქციულმა ოპოზიციამ გაავრცელა და გამოიკვეთნენ „სხვა მოღალატეებიც“.

„რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის, სააკაშვილის მიერ და სამწუხაროდ, იკვეთება სხვა მოღალატეებიც“, - დასძინა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics