22:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 19:31:21, 362 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - ხურვალელებს შევპირდი და იმავე წელს ჩვენ დავიწყეთ ნადარბაზევის წყალსაცავის აღდგენა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ,,ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენაზე აღნიშნა, რომ გორი არის კარგი მაგალითის მიმცემი მთელი საქართველოსთვის, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური, ახალი, მაღალი პროდუქტიულობის ბაღები გაშენდეს მეხილეობის სხვადასხვა - ვაშლის, მსხლის, ბლის, კაკლოვანი მიმართულებით და ყველაზე მეტი კომპეტენციაც  სწორედ გორში მცხოვრებ ფერმერებს გააჩნიათ.

ლევან დავითაშვილმა სარწყავი ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 ათას ჰექტრამდე გაიზარდა წყალუზრუნველყოფილი ფართობები.

„რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭრდება, ეს არის შესაბამისი სარწყავი ინფრასტრუქტურა. ყველას გვესმის, ვისაც სოფლის მურნეობასთან შეხება გვაქვს, წყალი რაოდენ მნიშვნელოვანია. წყლის გარეშე ვერ ვისაუბრებთ ვერანაირ სოფლის მეურნეობაზე. ჩვენ გორის მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილი გავხადეთ 16 000 ჰაზე მეტი. როდესაც გვქონდა მოსახლეობასთან შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან, ხურვალეთზე ვსაუბრობ, მათ შევპირდი და იმავე წელს ჩვენ დავიწყეთ ნადარბაზევის წყალსაცავის აღდგენა. დღეს უკვე მიდის კაპიტალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა და დამატებით ათასი ჰექტარი, რამდენიმე მნიშვნელოვანი სოფელი გასარწყავიანდება", - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics