|
2021-09-13 18:45:30, 590 ნახვა
პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუმინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რუზვან როტუნდუს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში 2 ოქტომბერს დაგეგმილ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ისაუბრეს. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუმინეთის ელჩს თუ რა სიახლეები დაინერგა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და როგორ ემზადება ცესკო არჩევნების გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. რუმინეთის ელჩი განსაკუთრებით დაინტერესდა ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციის წესითა და საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენების საპილოტე პროგრამით. რუზვან როტუნდუმ გიორგი კალანდარიშვილს ამ მიმართულებით რუმინეთის გამოცდილება გაუზიარა. რუმინეთის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საელჩო მზად არის დააკვირდეს 2 ოქტომბრის არჩევნებს. გიორგი კალანდარიშვილისა და რუმინეთის ელჩის შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)