|
2021-09-13 13:24:12, 574 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე - საზღვრიდან ლამაზად მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
საზღვრიდან მოხვდება პირდაპირ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყანაში დაანონსებულ ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად არ გეგმავს ძალის გამოყენებას და მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა „ლამაზად მოხდება“. „ყოველ ჯერზე გაუცრუა იმედები საკუთარ ამომრჩეველს, ვიცით, რომ მხდალია, მშიშარაა და ვიცით, რომ გაუჭირდება ამ ანონსის შესრულება. ვნახოთ, თუ შემოვა, ამ შემთხვევაში მიეჩინება ის ადგილი, რომელიც უნდა მიეჩინოს. ძალის გამოყენება არ არის ის, რაც სჭირდება სამართალდამცველ ორგანოს, რომ დააკავოს კრიმინალი. თუმცა არ დაგვჭირდება არანაირი ძალის გამოყენება, ლამაზად, საზღვრიდან მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)