|
2021-09-12 17:05:49, 485 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვართ ჩართულები თუნდაც მედიაციის პროცესში რეგიონის მასშტაბით და გვინდა, რომ ქართველებმა, საქართველომ წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენაში
გვაქვს წარმატებული საგარეო პოლიტიკა, ჩვენს მეზობლებთან, ყველასთან ძალიან იდეალური, მეგობრული, ძმური ურთიერთობა გვაკავშირებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ახალქალაქის მერობის კანდიდატის, მელქონ მაკარიანის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმისა და ბაზრების გახსნის მნიშვნელობას, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განხორციელდა. „ჩვენ ვართ ჩართულები თუნდაც მედიაციის პროცესში რეგიონის მასშტაბით და გვინდა, რომ ქართველებმა, საქართველომ წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის, ყველასთვის. გვაქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი პასპორტით, ქართული პასპორტით გადაადგილდებიან უვიზოდ ევროკავშირში, გავხსენით ბაზრები, ევროკავშირთან, რუსეთთან, თურქეთთან, ჩინეთთან, ყველასთან და ამას ყველაფერს სჭირდება გამოყენება. ათვისება სჭირდება ამ პროგრამებს, პროექტებს და მეტი კეთილდღეობა, მეტი განვითარება გვჭირდება. ხალხი დაიღალა ამდენი არჩევნებით, არჩევნებს, რა თქმა უნდა, ჩავატარებთ ძალიან მშვიდად, სტაბილურად, დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები, ესეიგი 2024 წლამდე და მანამდე სამი წელი კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ მხოლოდ საქმეზე, საქმე, საქმე და საქმე, მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ ყველამ ერთად და განვითარებაზე", - აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)