|
2021-09-11 20:57:30, 459 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე- ძალიან დიდი ტყუილია, რომ თითქოს, ე.წ. ცისფერის სახლის დემონტაჟს ვახორციელებთ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, რუსთაველის გამზირზე მდებარე ე.წ. ცისფერი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს, არის სიცრუე.-ინფორმაციას თბილისსი მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გაბაშვილის N6-ში თბილისის მერია რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს და შესაბამის სამუშაოებს ატარებს. „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ხელმოწერების შეგროვება დაუწყიათ. მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ არ დაიჯეროთ, მეგობრებო. ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ე.წ. ცისფერი სახლის დემონტაჟს ვახორციელებთ. სიცრუეა და არავის დაუჯეროთ. ჩვენ არასდროს დაგვინგრევია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, პირიქით ვუფრთხილდებით, ვუვლით. ამის საუკეთესო მაგალითია ორბელიანის მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები, გუდიაშვილის ქუჩა და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. გაბაშვილის ქუჩაზე ჩვენ საბაგირო გზის მშენებლობას ვიწყებთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, თბილისელებისთვის ძალიან კარგი და საინტერესო პროექტი იქნება. ინფორმაცია ე.წ. ცისფერი სახლის ნგრევის შესახებ კი, არის ტყუილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)