|
2021-09-11 12:10:23, 436 ნახვა
საზოგადოება
ბოლნისის მუნიციპალიტეტს იმუნიზაციის ორი ახალი პუნქტი შეემატა
დაბა კაზრეთის პოლიკლინიკასა და სოფელ ქვეშის საექიმო ამბულატორიაში იმუნიზაციის პუნქტები გაიხსნა. ამცრელ პუნქტებში „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინის მიღებაა შესაძლებელი. ორივე ამცრელი პუნქტი იმუნიზაციისა და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი არის აღჭურვილი. დაბა კაზრეთში ვაქცინაცია კვირაში ხუთი დღე, სოფელ ქვეშში კი ორი დღე ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში, ასევე ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე შექმნილმა მობილურმა ამცრელმა ბრიგადებმაც დაიწყეს მუშაობა. სამი ბრიგადა, მოთხოვნის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლად მცხოვრები მოქალაქეების ვაქცინაციას უზრუნველყოფს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინის მიღება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაშია შესაძლებელი. მომავალი კვირიდან ქალაქ ბოლნისში კიდევ ერთი ამცრელი პუნქტის გახსნა იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)