|
2021-09-10 17:55:36, 305 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართული ოცნება“ რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, თვით ოპოზიციას არ ეპარება ეჭვი
იმაში, რომ „ქართული ოცნება" ყველა ქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, თვით ჩვენს ოპოზიციას არ ეპარება ეჭვი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" დუშეთის მერობის კანდიდატის, მანანა ნარიმანიძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები. „ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ არჩევნების შემდეგ, 3 წელი გვექნება საშუალება, ამოვისუნთქოთ და რეალურად საქმეზე მოვახდინოთ კონცენტრირება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები. ჩვენ ამ არჩევნებს ჩავატარებთ ძალიან მშვიდად, რაც მთავარია დემოკრატიულად და გამჭვირვალედ, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს. ამიტომ, გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, რომ მართლაც გამორჩეული არჩევნები ჩავატაროთ. გავიმარჯვებთ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)