|
2021-09-10 16:03:30, 569 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი- როგორ შეიძლება, რეფერენდუმი გამოაცხადოს 20%-იანმა პარტიამ და მათზე მიკედლებულმა 2-3%-იანმა პარტიებმა, ჩვენ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მოგვცა მანდატი
უყურეთ, როგორი ცრუ პროპაგანდა აქვთ მოგონილი და როგორ მუშაობს მათი პროპაგანდისტული მანქანა; გამოაცხადეს რეფერენდუმი, წარმოიდგინეთ, რამხელა ფარსია თვითონ ეს სიტყვა - როგორ შეიძლება, რეფერენდუმი გამოაცხადოს 20%-იანმა პარტიამ და მათზე მიკედლებულმა 2-3%-იანმა პარტიებმა, ზოგს საერთოდ 1%-იც კი არ აქვს გადალახული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე მობილიზება გაუკეთონ 20 თუ 25%-ს. „თუნდაც მათი განცხადებები, რომ რეფერენდუმია და რაღაც სასწაული ხდება, ამ დროს არაფერი ხდება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის თვითმმართველობის არჩევნები, ხალხი ირჩევს მუნიციპალიტეტის მერებს, რომელ რეფერენდუმზეა საერთოდ საუბარი. ჩვენ, „ქართულ ოცნებას" მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი და მოგვცა მანდატი, ვმართოთ ქვეყანა 4 წლის განმავლობაში, ასე, რომ არავის მივცემთ უფლებას, მილიონი ამომრჩევლის არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ჩვენ ძალიან მშვიდად, მტკიცედ ჩავატარებთ არჩევნებს და მომდევნო 3 წელი ქვეყანაში არ იქნება არჩევნები. 2024 წელს ჩატარდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნები. მანამდე, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს განვითარება. განვითარება, განვითარება და განვითარება - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საქმე და მიზანი ყველა რეგიონში, ყველა სოფელსა და მუნიციპალიტეტში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)