|
2021-09-10 13:24:42, 566 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კახა კალაძე პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებს
პარტია „ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგებით, თბილისში კახა კალაძე ლიდერობს. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, კახა კალაძეს ამომრჩეველთა 56,1% უჭერს მხარს. „წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს. კითხვაზე: ხვალ, რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით გადანაწილდა: კახა კალაძე -56,1% ნიკანორ მელია-28.3% გიორგი გახარია-6,2% ანა დოლიძე-2,2% პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ საველე სამუშაოები თბილისში, 4-8 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2975 რესპოდენტი, ცდომილების ზღვარი არის 3%. ანა ბიბილაშვილი-1,9% გიორგი ლომია-1,3% თამარ კეკენაძე-0,9% მიხეილ ქუმსიშვილი-0,7% სხვა კანდიდატები-2,4% მამუკა მდინარაძის თქმით, ეს არის პირველი კვლევა მას შემდეგ, რაც დასრულდა ცესკო-ში კანდიდატების რეგისტრაცია და პარტიის სოციოლოგიურ ჯგუფს ჰქონდა შესაძლებლობა, არჩევნებზე რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური სუბიექტის თუ კანდიდატის შესახებ მიეღო ინფორმაცია. „ხედავთ, რომ კახა კალაძე ამ მონაცემებით პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებს. ასევე ლიდერობს თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი“, - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)