|
2015-02-02 17:11:01, 3297 ნახვა
სამხედრო
კოჯორში სერჟანტთა გადამზადების კურსები დაიწყო
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სერჟანტთა ათეულის მეთაურის ძირითადი სასწავლო კურსი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 119 მსმენელი 12 კვირის განმავლობაში გადამზადებას ორ ფაზად გაივლის. სწავლების პირველი ნაწილი ინსტრუქტორულ საცეცხლე და სამწყობრო მომზადებას ითვალისწინებს. კურსის მეორე ნაწილი კი სამეთაურო მომზადებასა და ათეულის დონეზე საბრძოლო ვარჯიშებს დაეთმობა. ახალი კურსის დაწყება მსმენელებს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა. გენერალ-მაიორმა კურსანტებს კარიერული წინსვლა და კურსის წარმატებით დასრულება უსურვა. ათეულის მეთაურის ძირითადი სასწავლო კურსის პარალელურად სამეთაურო საშტაბო სწავლება მიმდინარეობს. 32 მსმენელი 17 კვირის განმავლობაში ქვედანაყოფის მართვის და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს, ასევე ტაქტიკურ და საბრძოლო მომზადების ორგანიზებას შეისწავლის. მომზადება დაბა კოჯორში, სერჟანტთა მომზადების ცენტრის ბაზაზე მიმდინარეობს. კურსების დასრულების შემდგომ მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)