20:37 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-09 12:20:38, 510 ნახვა

სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

სხვადასხვა დროს, ბორჯომში, წყალტუბოსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს: 1964 წელს დაბადებულ ჯ.პ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება, ხოლო 1991 წელს დაბადებულ ზ.კ. და 1982 წელს დაბადებული გ.ღ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში არიან ბრალდებული.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული ჯ.პ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი, კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „კარაბინის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი, მჭიდი და 914 საბრძოლო ვაზნა.

ზ.კ., წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო კალაშნიკოვის სისტემის „აკ-45“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა.

ბორჯომში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე, ბრალდებული გ.ღ.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს „ჩეზეს“ სისტემის პისტოლეტი და მჭიდი.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics