23:21 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-09 11:27:52, 386 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა Camille Bloch-ის პრეზიდენტს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის Camille Bloch -ის პრეზიდენტს, დანიელ ბლოხს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანიას და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობას, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. 

ნათია თურნავას თქმით, მისასალმებელია, რომ მსოფლიოში ისეთმა ცნობილმა შვეიცარიულმა კომპანიამ, როგორიც Camille Bloch-ია, საქართველოში თხილის პლანტაციის ინოვაციური მეთოდით გაშენება და საკუთარი წარმოების სწორედ საქართველოში გაფართოება გადაწყვიტეს. მისივე თქმით, კომპანიამ სწორედ საქართველო შეარჩია იმ პლატფორმად, სადაც რამდენიმე ათეულ ჰექტარზე ინოვაციური მეთოდით გაშენებული თხილის პლანტაცია ექნებათ და ათობით ადამიანს დაასაქმებენ. 
„ჩვენ მზად ვარ მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, მათ შორის დასაქმებული ადამიანების დატრენინგებასა და ახალი ცოდნის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში.  ეს არის ზოგადად ის სიკეთე, რაც მოაქვთ ევროპელ ინვესტორებსა და ევროპულ ინვესტიციებს საქართველოსთვის არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილების შექმნით და ინვესტიცით, არამედ ახალი ცოდნის, ახალი ტექნოლოგიის დანერგვით, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სფეროში", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

შოკოლადის მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანიამ Camille Bloch კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 40 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და 50 ჰა მიწის ფართობზე, ინოვაციური ტექნოლოგიით თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. კომპანია თხილის პირველ მოსავალს 2025 წლისთვის ელოდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics