|
2021-09-08 21:22:24, 478 ნახვა
პოლიტიკა
დავით შერაზადიშვილი განაგრძობს საარჩევნო კამპანიას
„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი აგრძელებს ამომჩევლისთვის სამომავლო გეგმების გაცნობას. -ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ამჯერად, ის სოფელ ქვემო ბოლნისს ეწვია და მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ, მახირ ბაირამოვთან ერთად შეხვდა. ადგილობრივებს გააცნო, როგორც მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა, ასევე კონკრეტული გეგმები თუ რის გაკეთებას აპირებს მათ სოფელში. ასევე, ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე და მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები. „ქვემო ბოლნისში, ბოლო წლების მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: მოეწყო გარე განათების ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიას, მოწესრიგდა სკოლის სველი წერტილები და რაც მთავარია მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა. ჩვენთვის, თანაბრად მნიშვნელოვანია ქალაქსა და სოფელში შევქმნათ გამართული ინფრასტრუქტურა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ უკეთესი“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)