|
2021-09-08 18:06:47, 534 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე- არსებული გამოწვევების დასაძლევად გვაქვს ზუსტი ხედვა და განვითარების თანმიმდევრული გეგმა
წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე ინგოროყვას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა, მათ სამომავლო გეგმები გაუზიარა და უბანში არსებული ვითარების გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილა.-ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცლებს. მათივე ცნობით, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, მას, კახა კალაძის გუნდთან ერთად, არსებული პრობლემების დაძლევის კუთხით უკვე შემუშავებული აქვს კონკრეტული ნაბიჯები და განვითარების გეგმა.
„მთაწმინდა ჩვენი დედაქალაქის ისტორიული და კულტურული ცენტრია, თავისი არქიტექტურული ძეგლებით, შენობებით, ტრადიციული გარემოთი, გამორჩეული ადამიანებით და ამ განსაკუთრებულ უბანს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძის მერობის პერიოდში რაიონის განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, გამოწვევები კვლავაც რჩება. არსებული გამოწვევების დასაძლევად, ახალი საარჩევნო პროგრამის ფარგლებში, გვაქვს ზუსტი ხედვა და განვითარების თანმიმდევრული გეგმა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად განვახორციელებთ თბილისში მეტი სიცოცხლისთვის."-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. "ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებში მონაწილეობა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემაც მიიღო."-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)