|
2021-09-08 12:13:31, 519 ნახვა
პოლიტიკა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი ზარქუა აირჩიეს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დღეს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი ზარქუას კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა წარუდგინა კოლეგებს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, წარდგენილი კანდიდატი ახლახან შეუერთდა კომიტეტს, თუმცა ის აქამდეც აქტიურად თანამშრომლობდა რეგიონების განვითარების მიმართულებით. სოზარ სუბარმა ისაუბრა მისი განვლილი საქმიანობის შესახებ და ასევე აღნიშნა, რომ ის ახლახან ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გახდა. კომიტეტმა მოუსმინა ირაკლი ზარქუას, რომელმაც განაცხადა, რომ „თვითმმართველობების გაძლიერება ადგილზე არის ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი დეტალი. მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად მეც მექნება პატივი, უფრო მეტი ზედამხედველობა განვახორციელოთ რეგიონების განვითარებისთვის მიმდინარე პროექტებზე, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ადგილობრივი თვითმმართველობები". კომიტეტმა კენჭისყრით ერთხმად დაუჭირა მხარი კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი ზარქუას არჩევას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)